თემა, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობიდან რამდენიმე დეპუტატის წასვლის მიზეზი გახდა, დღეს „ქართული ოცნების“ ოფისში განიხილეს.
უახლოეს დღეებში მმართველი გუნდი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმებთან და სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით პრეზენტაციის გამართვას აპირებს. მანამდე კი პარტიის წევრები ამბობენ, რომ კრიტერიუმებთან დაკავშირებით გუნდში პოზიციები უკვე შეჯერებულია.
განხილვის თემა იყო „ქართულ ოცნებაში“ მიმდინარე პროცესებიც.
პარტიაში არ გამორიცხავენ, რომ უმრავლესობიდან გადინების პროცესი მომავალშიც გაგრძელდეს.