შეხვედრა „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის ევროკავშირის წარმომადგენლობაში

„ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის დაგეგმილი შეხვედრის დრო შეიცვალა და 14 საათის ნაცვლად, 17 საათზე დაიწყება. ინფორმაციას ევროკავშირის წარმომადგენლობა ადასტურებს. ცნობილია ისიც, რომ ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელისა და აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის მონაწილეობით ჩატარდება.

სალომე ქოქიაშვილი ელოდება შეხვედრის დაწყებას.

მოამბე