ზაზა სარალიძესთან შეხვედრის შემდეგ, პრემიერმა ხორავას ქუჩაზე მოკლული მეორე არასრულწლოვნის ოჯახი მიიღო.
მთავრობის ადმინისტრაციაში ლევან დადუნაშვილის მშობლები ადვოკატებთან ერთად მივიდნენ.
გიორგი კვირიკაშვილმა მოკლული მოზარდის ოჯახის წევრებს ის ნაბიჯები გააცნო, რომლებიც ბოლო ხუთ დღეში, ანუ გახმაურებული საქმის გამოძიების თავიდან დაწყების შემდეგ გადაიდგა.
დადუნაშვილები ხელახალი ძიების შედეგებს ელოდებიან და მანამდე საპროტესტო აქციებში მონაწილეობას არ გეგმავენ.