დავით დადუნაშვილი - გიორგი კვირიკაშვილი დაგვპირდა, რომ საქმე იქნება გამოძიებული და შესწავლილი
დავით დადუნაშვილი - გიორგი კვირიკაშვილი დაგვპირდა, რომ საქმე იქნება გამოძიებული და შესწავლილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაგვპირდა, რომ საქმე იქნება გამოძიებული და შესწავლილი, – ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის მამამ, დავით დადუნაშვილმა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

შეხვედრას, რომელსაც დადუნაშვილის ადვოკატი, შს მინისტრი და მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი შალვა თადუმაძე ესწრებოდნენ, დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა.

შეხვედრიდან გამოსულმა დავით დადუნაშვილმა მოკლე კომენტარი გააკეთა: „საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაგვპირდა, რომ საქმე იქნება გამოძიებული და შესწავლილი”, – განაცხადა დადუნაშვილმა.

პრემიერ-მინისტრი უკვე შეხვდა პანკისის სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამას, მალხაზ მაჩალიკაშვილსა და ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამას, ზაზა სარალიძეს.

ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვანის მამამ, ზაზა სარალიძემ გუშინ პარლამენტის შენობის წინ აქციაზე განაცხადა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას გეგმავდა.