ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ორგანიზებით შეხვედრა გაიმართა. დეტალურად ისაუბრეს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძვლები, მონაცემთა დამუშავების პრინციპები, უსაფრთხოება, სუბიექტის უფლებები და შრომითი ურთიერთობების ფარგლებში მონაცემების დამუშავება. შეხვედრის მონაწილეებმა ერთმანეთს კონკრეტული პრაქტიკული შემთხვევებიც გაუზიარეს. ღონისძიება ევროკავშირისა და გაერო-ს განვითარების მხარდაჭერით გაიმართა.