პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერი ქეთევან თურაზაშვილი საპენსიო სესხებით დაზარალებულებს შეხვდა. იმსჯელეს პრობლემის მოგვარების გზებზე. აღინიშნა, რომ მიზანია, იმ პენსიონერების დახმარება, რომლებსაც ბანკმა საკუთარი ინიციატივით და პენსიონერების თანხმობის გარეშე, კოვიდ პანდემიის დროს ე.წ. საშეღავათო პერიოდით სარგებლობის შესაძლებლობა მისცა და სანაცვლოდ თვითნებურად გაუხანგრძლივა სესხის ვადა და შესაბამისად, სესხის ოდენობა. დისკუსიის ორგანიზების და იურიდიული დახმარების ინიციატივა საპარლამენტო ჯგუფ „მოქალაქეებს“ ეკუთვნის.