შეხვედრა პენსიონერებთან

პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერი, ქეთევან თურაზაშვილი თელაველ პენსიონერებს შეხვდა. დეპუტატმა იურისტების ჯგუფთან ერთად, მოქალაქეებს საპენსიო სესხებთან დაკავშირებით კონსულტაცია გაუწია. პარტიის წარმომადგენლების განცხადებით, პენსიონერებთან შეხვედრის მიზანია პენსიონერებზე გაცემული და კოვიდპანდემიის დროს ე.წ. საშეღავათო პერიოდისას დროში გახანგრძლივებული და თანხობრივად გაზრდილი სესხების ძველ ჩარჩოებში დაბრუნება. შეხვედრის დასრულების შემდეგ, პარტია ,„მოქალაქეებმა“ შესაბამისი იურიდიულად დასაბუთებული მოთხოვნით „ლიბერთი ბანკს“ მიმართეს.