შეხვედრა პარლამენტში

7-8 მარტის საპროტესტო აქციის მონაწილეების მიმართ დაწყებული სისხლის სამართლებრივი და ადმინისტრაციული საქმეები – სწორედ ეს იყო მთავარი თემა, რომელიც დღეს პარტია „ლელომ“, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და ადვოკატებმა გამართულ შეხვედრაზე განიხილეს. მათი თქმით, ხელისუფლება ახალგაზრდებზე ზეწოლას ახორციელებს, ასევე განაცხადეს, რომ ისინი თვალს მიადევნებენ მოცემულ საქმეებს და გამოიყენებენ ყველა შესაძლებლობას, რათა კონკრეტული ღონისძიებები მოქალაქეთა მიმართ შემსუბუქდეს.