შეხვედრა პარლამენტში

ევროკომისიის კიდევ ერთ რეკომენდაციაზე დაიწყო მუშაობა – ანრი ოხანაშვილი და მიხეილ სარჯველაძე სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურების ხელმძღვანელებს შეხვდნენ. ისაუბრეს რეკომენდაციების იმ ნაწილზე, რომელიც ამ სამსახურების ინსტიტუციურ დამოუკიდებლობას გულისხმობს. შეხვედრის ფარგლებში, დეპუტატებმა მოისმინეს პოზიცია – თუ როგორ ხედავენ საკუთარი სამსახურების ინსტიტუციურ განვითარებას კოკა კაციტაძე და ლელა ჯანაშვილი.

მოამბე