რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა სოფელ დუისში პანკისის ხეობის სალაფიტური თემის წარმომადგენელბისა და საია-ს თავმჯდომარის დახურული შეხვედრა. მხარეებმა ბოლო დროს პანკისის ხეობაში განვითარებული მოვლენები განიხილეს, კერძოდ 26 დეკემბრის ჩატარებული სპეცოპერაცია და გარდაცვლილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე დაწყბეული გამოძიების საკითხები. შეხვედრის დასრულების შემდეგ მხარეებმა განაცხადეს, რომ ასეთი შეხვედრები ხეობის მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია. საია-ს თავმჯდომარის, სულხან სალაძის თქმით ხელისუფლება უნდა ხვდებოდეს მოქალაქეებს და მათ პირდაპირ ესაუბრებოდეს.