შეხვედრა ნინო ხარატიშვილთან

მწერალმა ნინო ხარატიშვილმა ქართველ მკითხველს მისი ბოლო რომანი პირადად წარუდგინა. შეხვედრა „მარჯანიშვილის თეატრში“ გამომცემლობა „ინტელექტის“ ინიციატივით გაიმართა. მსახიობებმა წაიკითხეს ფრაგმენტები ნაწარმოებიდან. ასევე, დისკუსია გაიმართა ნინო ხარატიშვილსა და რომანის მთარგმნელ მაია ფანჯიკიძეს შორის. ღონისძიებას საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.