“ნამახვანჰესის” მშენებლობის საკითხთან დაკავშირებით მთავრობის, კომპანია „ენკას“ და ექსპერტული წრეების წარმომადგენლების შეხვედრა იმართება. ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, სასაუბროდ მიწვეულია ყველა ის სპეციალისტი, არასამთავრობო ორგანიზაცია თუ სამეცნიერო წრეების წარმომადგენელი, ვინც გამოხატა ინტერესი ან გამოთქვა წუხილი „ნამახვანჰესის“ პროექტთან დაკავშირებით.