„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები პარტიის ცენტრალურ ოფისში, აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელს და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ. მათი განცხადებით, საელჩოების წარმომადგენლებს დაათვალიერებინეს თავდასხმის შედეგად ოფისზე მიყენებული დაზიანებები. საუბარი შეეხო ასევე აქციაზე დაზარალებულ მოქალაქეებსა და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების გამოწვევებსა და მნიშვნელობას. შეხვედრაზე იმყოფებოდნენ სხვადასხვა ქვეყნის ელჩები და მათი მოადგილეები, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებიც.