„პატრიოტთა ალიანსმა“ ზესტაფონის მერობის კანდიდატი ქუთაისში წარადგინა.
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერის არჩევნებში მონაწილეობას ანზორ ნებიერიძე მიიღებს. პოლიტიკური პარტიის ლიდერმა ის თანამოაზრეებს ქუთაისის სპორტის სასახლეში გამართულ შეკრებაზე წარუდგინა, სადაც „პარტიოტთა ალიანსის“ სამომავლო გეგმებზე ილაპარაკეს.
„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერები ამბობენ, რომ საქართველოს სახელმწიფოებრივი მოწყობა ავსტრიის, შვეიცარიის და ფინეთის მოდელის მსგავსად უნდა მოხდეს.