გიგი უგულავა სოფელ ჭკადუაში ადგილობრივებს შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა. „ევროპული საქართველოს“ ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატის თქმით, განსაკუთრებით საყურადღებოა მათი სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა. ყურადღება გამახვილდა თხილის მოსავლის აღებაზე.