ღია შეხვედრების ფარგლებში, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, სოფელი სნოსა და დაბა სტეფანწმინდის მოსახლეობას შეხვდნენ. მათ ადგილობრივების საჭიროებები მოისმინეს და დასახელებული პრიორიტეტების შესრულების გზები დასახეს. ღია შეხვედრები, ქვეყნის მასშტაბით, რამდენიმე თვეა მიმდინარეობს და ამ დრომდე 650-ზე მეტ სოფელში შედგა. პროექტის მიზანს ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებების გამოვლენა და დაკმაყოფილება წარმოადგენს.