პარლამენტის თავმჯდომარე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ადგილობრივ მეწარმეებს შეხვდა. შალვა პაპუაშვილი პარლამენტის წევრებთან და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, მეწარმეების საჭიროებებს გაეცნო და ადგილობრივებს საპარლამენტო საქმიანობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. შეხვედრა კოლეჯ „ჰორიზონტის“ სასწავლო ცენტრში გაიმართა, სადაც 200 სტუდენტი სოფლის მეურნეობის დარგებს სწავლობს. ასევე, სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ დაეუფლონ კომპიუტერული ქსელებისა და სისტემების, ბუღალტრული აღრიცხვისა და სკოლამდელი აღზრდის სპეციალობებს.