შეხვედრა სტუდენტებთან

ზუგდიდში შალვა პაპუაშვილი ახალგაზრდებს შეხვდა. ტექნოლოგიურ პარკში გამართულ შეხვედრაზე, პარლამენტის თავმჯდომარემ ქვეყნის განვითარებაში ახალგაზრდების ჩართულობის საჭიროებაზე ისაუბრა და პროფესიის არჩევის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მან ასევე ისაუბრა განათლების დარგში დაგეგმილ პროექტებზე და აღნიშნა, რომ განათლების სამინისტრო აქტიურად მუშაობს.