შეხვედრა მესამე სექტორთან

იურიდიული კომიტეტის წევრები არასამთავრობო სექტორის და სახალხო დამცველის წარმომადგენლებს შეხვდნენ. მიზანი იყო მესამე სექტორისთვის იმ ცვლილებების დეტალურად გაცნობა, რომელიც „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში უნდა შევიდეს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მიესალმებიან ვენეციის კომისიის მნიშვნელოვანი რეკომენდაციების გათვალისწინებას მმართველი გუნდის მიერ, თუმცა მათი ნაწილი ამბობს, რომ კანონპროექტი მაინც მორგებულია მმართველი გუნდის ინტერესებს.

ეკა ბესელიამ დაწყებისთანავე პროტესტის ნიშნად დატოვა შეხვედრა.