ტურიზმის სფეროს შემდეგ პრემიერმა მეღვინეების და მევენახეების პრობლემები მოისმინა. მთავარ გამოწვევად ღვინის ხარისხი და ახალი ბაზრების მოძიება დასახელდა.
ბიზნესმენებმა დღეს ის ქვეყნებიც მიუთითეს, სადაც მათი აზრით, ექსპორტის გაზრდის პოტენციალი არსებობს. სტატისტიკა აჩვენებს, რომ ყველაზე დიდი რაოდენობით ღვინო დღეს საქართველოდან რუსეთში გადის. მესამე ადგილზეა ჩინეთი, რომელთანაც ქვეყანას თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობა აკავშირებს.
მაჩვენებელი მეტ-ნაკლებად მზარდია ევროკავშირის ქვეყნებშიც. სფეროში არსებული პრობლემების გადასაჭრელად პრემიერ-მინისტრი მეღვინეებთან პირისპირ შეხვედრების ფორმატის დანერგვას გეგმავს.