საქართველოში შეიქმნება მეცნიერების მუდმივმოქმედი ჯგუფი, რომელიც კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმუშავებს.
მეცნიერებათა აკადემიაში პრეზიდიუმის სხდომა მიმდინარეობს, რომელსაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე და მისი მოადგილე პაატა იმნაძეც ესწრებიან. განიხილავენ იმ მეთოდებს, რომელიც აქამდე გამოუყენებიათ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში.