„ნაციონალური მოძრაობის“ ფოთის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარე აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ დირექტივით, საჯარო სკოლების პედაგოგები 14 დეკემბერს თბილისში დაანონსებულ აქციაზე ძალდატანებით მიჰყავთ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სამსახურიდან გათავისუფლებით ემუქრებიან.
დარეჯან ცხვიტარია დღეს ფოთის მეხუთე საჯარო სკოლაში მივიდა და დირექტორს შეხვდა. მისი თქმით, ის დირექტორსა და პედაგოგებს მოუწოდებს მონაწილეობა არ მიიღონ ამ პროცესში.
ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდეს მეხუთე საჯარო სკოლის დირექტორი. ზაზა ჭურღულია ძალდატანებას გამორიცხავს, თავად კი არ აქვს გადაწყვეტილი მიიღებს თუ არა მონაწილეობას აქციაში.