ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე სომეხ კოლეგას, ანაჰიტ ავანესიანს შეხვდა. სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მხარეებმა ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით ერთობლივ პროექტებზე იმსჯელეს და პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების საკითხებზე შეთანხმდნენ. საუბარი შეეხო სომხეთსა და საქართველოში, ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებს და ამ მიმართულებით გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას. სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძესთან ერთად თოდუას მრავალპროფილურ კლინიკაშიც იმყოფებოდა. ანაჰიტ ავანესიანი ადგილზე გაეცნო სამედიცინო ცენტრის მუშაობის სპეციფიკას და იმ სერვისებს, რასაც პაციენტები სახელმწიფო დაფინანსებით იღებენ. თოდუას კლინიკაში მიხეილ სარჯველაძე ონკოპაციენტებსაც შეხვდა. საქართველოში სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის ვიზიტს წინ უძღოდა ჟენევაში, ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის ფარგლებში, მიხეილ სარჯველაძესა და ანაჰიტ ავანესიანს შორის გამართული შეხვედრა.