საქართველოს მოქალაქეები გერმანიაში დროებით ლეგალურად დასაქმებას შეძლებენ. ამის შესახებ გერმანიის ელჩმა საქართველოში და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ისაუბრეს. გერმანიის შრომის ბაზარზე საქართველოს მოქალაქეებს დროებითი ლეგალური დასაქმება სამი თვით შეეძლებათ. სეზონური სამუშაოები გერმანიაში პირველი აპრილიდან დაიწყება. რეგისტრაციის გავლა კი 15 თებერვლიდანაა შესაძლებელი და მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება. დასაქმება სოფლის მეურნეობის სექტორში სეზონურ სამუშაოებზეა შესაძლებელი. სამუშაოს მაძიებელი პირველად რეგისტრაციას სპეციალურ სარეგისტრაციო პორტალზე http://workabroad.gov.ge-ზე გადის.
სეზონურ სამუშაოებზე დასაქმების მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: უნდა იყოს 18 წლიდან 60 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქე; გერმანიაში გამგზავრებამდე სამი თვით ადრე პერიოდში არ უნდა იყოს ნამყოფი შენგენის სივრცეში; უნდა ჰქონდეს მოსავლის აღების სამუშაო გამოცდილება და მოტივაცია; ასევე გერმანული ან ინგლისური ენის ელემენტარულ საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.
სამუშაო დრო კვირაში 5-6 დღეა; მინიმალური ანაზღაურება კი საათში 9.50 ევრო, რომელსაც გამოაკლდება გადასახადები, კვებისა და საცხოვრებლის ხარჯები.