შეხვედრები საინტერესო ადამიანებთან ფოლკლორის ცენტრში გრძელდება. ამჯერად, საგამოფენო სივრცეში იაპონელ ქართველოლოგს, ჰაიატე სოტომეს უმასპინძლეს. იაპონელ ფილოლოგს საქართველოს მიმართ განსაკუთრებული სიყვარული აქვს, ჩვენი ქვეყნის მიმართ კი მისი პირველი ინტერესი როგორც თვითონ ამბობს, თენგიზ აბულაძის ფილმის, „მონანიების“ ხილვის შემდეგ გაუჩნდა.
შეხვედრაზე ჰაიატე სოტომემ საქართველოს მიმართ მის შთაბეჭდილებებზე, საქართველოში ცხოვრების, ქართული ენისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა.