გორის რაიონში სტიქიით დაზარალებულ მოქალაქეებს სოფლის მეურნეობის მინისტრი შეხვდა. განხილვის საკითხი ზარალის ანაზღაურება იყო. შეხვედრა მონაწილეების ნაწილმა პროტესტის ნიშნად დატოვა. მათი განცხადებით, მინისტრის პასუხები არ იყო დამაკმაყოფილებელი.
სეტყვამ სულ 29 სოფელი დააზარალა. ადგილობრივებმა დღეს საპროტესტო აქცია გამართეს და გზის გადაკეტვაც სცადეს. ლევან დავითაშვილის განცხადებით, დაზარალებულებთან მოლაპარაკება ხვალაც გაგრძელდება.