„განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაცია“ ჰესების გარშემო არსებულ საკითხებზე მსჯელობისთვის ყველა დაინტერესებულ მხარეს საკუთარ პლატფორმას სთავაზობს.
ასოციაციის თავმჯდომარე, გიორგი აბრამიშვილი აცხადებს, რომ მოსახლეობის პროტესტის გამო დღეისათვის 4 მილიარდი დოლარის მოზიდული ინვესტიცია გაყინულია და 80-მდე მსხვილი და მცირე ჰესი ვერ შენდება ქვეყნის 80 რაიონში. აბრამიშვილი მიიჩნევს, რომ გარკვეულ შემთხვევებში პროტესტი მართულია გარე ძალების მხრიდან, რომლებიც ქვეყნის მოსახლეობის ემოციებსა და რელიგიურ გრძნობებს იყენებენ. განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის მიზანია, მოქალაქეების სწორი ინფორმირება ჰესებთან დაკავშირებით.