სოფლის მეურნეობის მინისტრი საქართველოში გაერო-ს მუდმივ კოორდინატორს შეხვდა. იმსჯელეს ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის, კლიმატის ცვლილებების შერბილების კუთხით სტრატეგიული თანამშრომლობის გაძლიერებაზე.
მინისტრმა სტუმარს განხორციელებული და მიმდინარე პროექტები გააცნო და ყურადღება საკანონმდებლო კუთხით მიღწეულ პროგრესზე გაამახვილა. აქცენტი გაკეთდა რეფორმების პროცესში გაწეულ მხარდაჭერაზე.