საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა კახეთში, ადგილობრივ ფერმერებს, მევენახეებს, მცირე და საოჯახო ტიპის სასტუმროების მეპატრონეებს შეხვდნენ.
შეხვედრა გურჯაანში, კულტურის ცენტრში გაიმართა, სადაც სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის მიმართულებით მიღწეული შედეგები და ბოლო დროს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ფონზე არსებული გამოწვევები განიხილეს. შეხვედრას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელიც დაესწრო.
უწყებების ხელმძღვანელებმა ბოლო დროს ტურისტული პოტენციალის განვითარებასა და უსაფრთხო ქვეყნის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.