შეხვედრა ევროპის საბჭოს პროგრამების კოორდინაციის დირექტორთან

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში, ევროპის საბჭოს პროგრამების კოორდინაციის დირექტორატის ხელმძღვანელს, ევროპის საბჭოს ოფიცერს საქართველოში და საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა. ევროპის საბჭოს პროგრამების კოორდინაციის დირექტორატის ხელმძღვანელმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში, მადლობა გადაუხადა ადამიანის უფლებათა დაცვის რიგით მეორე სტრატეგიის შემუშავებისათვის და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამგვარი სტრატეგიული დოკუმენტის არსებობა ქვეყანაში მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს, რადგან ფარავს ადამიანის უფლებების ფართო სპექტრს. შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ისაუბრეს ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმების შემუშავებისა და აღსრულების პროცესსა და ამ პროცესში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის შესახებ.