შეხვედრა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებთან

ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებმა „ქართული ოცნების“ ოფისი უკვე დატოვეს.

დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებს მმართველი პარტიის თავმჯდომარე შეხვდა. სავარაუდოდ, შეხვედრაზე ქვეყანაში შექმნილი ვითარება და მიმდინარე საპროტესტო აქციებიც განიხილეს. დიპლომატებთან შეხვედრა საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობდა. „ქართული ოცნების“ ოფისთან მოძრაობა „შეცვალეს“ აქტივისტები იყვნენ შეკრებილები. დაკავებულია მოძრაობის ოთხი წევრი.

ნათია ქენქაძე დეტალებით.