„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ევროკავშირის ელჩს შეხვდა.
ნინო ბურჯანაძემ შეხვედრაზე დიპლომატს ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე პარტიის პოზიცია გააცნო. ბურჯანაძის თქმით, მმართველი გუნდის მიერ არჩევნების გაყალბების შემთხვევაში, არასტაბილურობაზე პასუხისმგელობა, სწორედ ხელისუფლებას დაეკისრება.
„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი საქართველოში აკრედიტებულ სხვა დიპლომატებთანაც გეგმავს შეხვედრას. ასევე პარტია უახლოეს მომავალში, ყრილობას გამართავს და საპარლამენტო არჩევნებისთვის დაიწყებს მზადებას.