შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა. შეხვედრაზე დეტალურად იქნა განხილული საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ჰუმანიტარული მდგომარეობა, ადგილობრივი მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების სხვა უხეში დარღვევები.
თეა ახვლედიანმა ასევე ისაუბრა სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობის პრიორიტეტებზე. აუდიენციის ბოლოს, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა დადებითად შეაფასა ქართული მხარის ძალისხმევა და სახელმწიფო მინისტრის აპარატს მხარდაჭერა გამოუცხადა.