„მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერები ეუთო-ოდირის საარჩევნო მისიის ხელმძღვანელსა და პოლიტიკურ მდივანს შეხვდნენ. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადეს, საუბარი წინასაარჩევნო გარემოს და მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს შეეხო. პარტიის წევრის, სერგო ჩიხლაძის განცხადებით, საუბარი იყო პოლარიზებულ მედია გარემოზე, საარჩევნო კომისიების საკითხზე. როგორც სერგო ჩიხლაძე ამბობს, მათ ასევე მიაწოდეს მისიის ხელმძღვანელს ინფორმაცია სხვადასხვა რეგიონში პარტიის სიის წევრებზე განხორციელებული ზეწოლის ფაქტებზე.