ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა ბიზნესასოციაციისა და საბანკო სექტორის ხელმძღვანელებს შეხვდა. ისაუბრეს საბანკო სექტორში არსებულ ვითარებასა და სამომავლო გეგმებზე. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ ქართული საფინანსო სისტემა იყო, არის და იქნება საერთაშორისო სანქციების ერთგული.