შეხვედრა ერგნეთში - რა საკითხებზე მსჯელობენ მხარეები

ოთხი საათია ოკუპირებული ცხინვალის მოსაზღვრედ, სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს. მთავარი განსახილველი საკითხი თამაზ გინტურის მკვლელობაა. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები კიდევ ერთხელ მოითხოვენ მკვლელობაში მონაწილე პირების იდენტიფიცირებასა და მათ უმკაცრესად დასჯას. შეხვედრაზე ასევე განიხილავენ საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებისა და ე.წ ბორდერიზაციის ფაქტებს. ბოლო ორი თვის განმავლობაში საოკუპაციო ხაზთან უკანონო ბორდერიზაციის ორი ფაქტი დაფიქსირდა. უკანონოდ დააკავეს საქართველოს ერთი მოქალაქე.