ოკუპირებული ცხინვალის მოსაზღვრედ, სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს. მთავარი საკითხი , რასაც ცენტრალური ხელისუფლება შეხვედრაზე დააყენებს, ცხინვალის ციხეში უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლება და უკანონო ბორდერიზაციის პროცესი იქნება. ასევე, ერთ-ერთ მთავარი საკითხი თამაზ გინტურის მკვლელობა იქნება. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები კიდევ ერთხელ მოითხოვენ მკვლელობაში მონაწილე პირების იდენტიფიცირებას და დასჯას.