ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, ერგნეთში მორიგი შეხვედრა იმართება. დისკუსიის მონაწილეები უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლების საკითხს განიხილავენ.
მსჯელობა ასევე შეეხება ე.წ. ბორდერიზაციის პროცესს, რომელიც ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გააქტიურდა.