USAID-ის კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლები, რომლებიც თანამშრომელთა გენდერული ბალანსის საკითხებზე მუშაობენ, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ეწვივნენ. ისინი ფოთში კომპანიის ტექნიკოს-ელექტრიკოსს შეხვდნენ, რომელიც სულ ახლახან დაწინაურდა და უბნის მენეჯერი გახდა. უცხოელი სტუმრები ბათუმსაც ეწვივნენ, სადაც შეხვდნენ კომპანიის ათ ქალ თანამშრომელს, რომლებიც ენერგეტიკის მიმართულებით მუშაობენ.