კინოჩვენება №5 პენიტენციურ დაწესებულებაში.
ქალთა კვირეულის ფარგლებში ღონისძიება საქართველოს კინოაკადემიის ორგანიზებით გაიმართა. ნაჩვენები იყო ელდარ შენგელაიას ახალი ფილმი „ჭა“. ასევე გაიმართა შეხვედრა რეჟისორთან. ელდარ შენგელაიამ გადაღების პროცესსა და ზოგადად კინოზე ისაუბრა. საქართველოს კინოაკადემიის წარმომადგენლებმა გამოთქვეს მზაობა, მსგავსი ტიპის ღონისძიებები პენიტენციურ დაწესებულებებში მომავალშიც გამართონ.