სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი საქართველოში აკრედიტებულ ელჩებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. მინისტრმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო და კოორდინირებული თანამშრომლობის მნიშვნელობას, ისაუბრა შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის ამოცანებზე, რაც სტატუს-ნეიტრალური, ჰუმანიტარული ინსტრუმენტებისა და სამშვიდობო ინიციატივების გამოყენებით კონფლიქტის სრულმასშტაბიან მოგვარებამდე, მიზნად ისახავს ურთიერთგაგებასა და პატივისცემაზე დამყარებული მშვიდობიანი თანაცხოვრების აღდგენას. საქართველოში აკრედიტებულმა ელჩებმა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა შემდგომი მჭიდრო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვეს.