24 თებერვალს უკრაინის სოლიდარობის მიზნით გასამართი აქციის საორგანიზაციო ჯგუფი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა. ისაუბრეს სამოქმედო გეგმაზე. აღინიშნა, რომ დემონსტრაცია არ იქნება პოლიტიკური და მიზანი უკრაინის მიმართ სოლიდარობის გამოხატვა და საქართველოს ევროინტეგრაციის მხარდაჭერა იქნება. აქციის საორგანიზაციო ჯგუფში პარტიები „სტრატეგია აღმაშენებელი“, „გირჩი – მეტი თავისუფლება“ და „დროა“ არიან ჩართულები.