პრეზიდენტობის კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, მან დიპლომატებს წინასაარჩევნო გარემოზე მიაწოდა ინფორმაცია. მისი განმარტებით, ოპონენტები არაევროპულ წინასაარჩევნო კამპანიას აწარმოებენ.