შეხვედრა დიპლომატიურ კორპუსთან

პრეზიდენტობის კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, მან დიპლომატებს  წინასაარჩევნო გარემოზე მიაწოდა ინფორმაცია. მისი განმარტებით, ოპონენტები არაევროპულ წინასაარჩევნო კამპანიას აწარმოებენ.