საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პერსპექტივა და სტატუსის მისაღებად საჭირო 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესი იყოს განხილვის ერთ-ერთი თემა პარლამენტში, აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში ევროკავშირისა და წევრი ქვეყნების 20-მდე სპეციალური წარმომადგენლისა და პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრაზე. ევროკომისიის ანგარიშის გამოქვეყნებამდე ერთი დღით ადრე, ქართული მხარის პროგნოზები ოპტიმისტურია. „ქართული ოცნების“ ლიდერები დარწმუნებულები არიან, რომ საქართველო წელს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიენიჭება და ჯერ ევროკომისია და შემდეგ ევროკავშირის ლიდერები საქართველოს საკითხზე სამართლიან და დამსახურებაზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებას მიიღებს. პარლამენტის თავმჯდომარის შემდეგ, ევროპელი დიპლომატები საკანონმდებლო ორგანოში საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდნენ. დახურულ კარს მიღმა მხარეებმა სოფელ კირბალთან განვითარებული მოვლენები, 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესი და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს.