დიპლომატებმა დღეს ხელისუფლების პოზიცია მოახლოებულ არჩევნებზეც მოისმინეს.
პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებს შეხვდნენ და როგორც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე, ისე წინასაარჩევნო გარემოზე მიაწოდეს ინფორმაცია.
„ქართული ოცნების“ ლიდერები ხაზს უსვამენ, რომ 28 ნოემბერს არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარება ხელისუფლების მთავარი ამოცანაა.