შეხვედრა დავით ევგენიძესთან

ქუთაისში, ბაგრატის ტაძრის ეზოში მუსიკოს დავით ევგენიძესთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას მუსიკოს-შემსრულებლები და მუსიკის მოყვარული ახალგაზრდები ესწრებოდნენ. დავით ევგენიძემ საკუთარი კომპოზიცია შეასრულა, ასევე ადგილობრივ მუსიკოსებს საშუალება მისცა აუდიტორიისთვის რამდენიმე ნაწარმოები წარედგინა.