პარტია „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაცია ბორჯომში გასვლით სამუშაო შეხვედრას მართავს. მონაწილეობას იღებენ ორგანიზაციის წევრი ქალები საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტიდან. მიზანია 2022 წელს განხორციელებული ყველა მნიშვნელოვანი ღონისძიებებისა და აქტივობების შეჯამება და 2023 წლის პრიორიტეტული საკითხების განსაზღვრა.
ქალთა ორგანიზაცია ორიენტირებულია საქართველოს ყველა რეგიონში, ყველა მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქალების პრობლემებზე და მათ საჭიროებებზე.