საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაზე, ბიზნესწრეების წარმომადგენლებს „მედიაციის შესახებ“ კანონის პროექტი გააცნეს.
დოკუმენტი იუსტიციის სამინისტრომ მოამზადა, რომელიც პარლამენტში განსახილველად უკვე გადაგზავნილია.
ღონისძიებაზე „მედიაცია საქართველოში“ კომპანიების წარმომადგენლებმა მიიღეს ინფორმაცია ზოგადად მედიაციის არსის შესახებ, ასევე უშუალოდ სამინისტროს წარმომადგენლების მხრიდან გაეცნენ ახალი კანონპროექტის დეტალებს.
კანონპროექტის მიხედვით, საარბიტრაჟო ცენტრის ბაზაზე, კომერციული მედიაციის პლატფორმა შეიქმნება, რომელიც ბიზნესს მედიაციის პროცესის წარმოებაში დაეხმარება.
მედიაციის პლატფორმის სრული ამოქმედება მიმდინარე წლის შემოდგომაზე იგეგმება.