შეხვედრა ბათუმში

ბათუმის სხვადასხვა კლინიკაში ბოლო ორი წლის განმავლობაში გარდაცვლილი პაციენტების ახლობლების შეხვედრა აჭარის ჯანდაცვის მინისტრთან ხმაური ფონზე წარიმართა.

მოქალაქეები ყველა საქმეზე გამოძიების დაჩქარებას და პასუხისმგებელი ექიმების მიმართ სანქციების გამკაცრებას ითხოვენ. დაღუპული პაციენტების ახლობლები ითხოვენ, პარლამენტში შეიქმნას დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც ანალოგიურ შემთხვევებს მთელი ქვეყნის მასშტაბით შეისწავლის.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრი შეხვედრის მონაწილეებს ამ საკითხზე შუამდგომლობას დაჰპირდა.